
27 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ხალხური პოეზია – ენის არაცნობიერი; ლოცვა და შელოცვა; პოეზია, როგორც მაგიური ზემოქმედების ხელოვნება; მთისა და ბარის პოეზია; აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ხალხური პოეზიის ნიმუშები. შეხვედრაზე, სპეციალური სტუმრების რანგში, მოწვეულნი არიან მუსიკოსები, მიშა მდინარაძე და მიხეილ ჯავახიშვილი.
დრო: 27 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]