
25 მაისს, 11:00-დან 19:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება ჰანა არენდტისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – „ტოტალიტარიზმი საქართველოში ჰანა არენდტის ტოტალიტარიზმის თეორიის მიხედვით“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები.
სამუშაო ენები: ინგლისური და გერმანული.
დრო: 25 მაისი, 11:00-დან 19:30 საათამდე
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. № 1)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]