
11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.
ლექციის თემაა: ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: რუსთველის საქართველო; „ვეფხისტყაოსნის“ ადგილი; შოთას პიროვნება – ჰიპოთეზები; რუსთველის მსოფლმხედველობა – ჰიპოთეზები; მთავარი ქართული წიგნი და მისი ბედი; ღია და ფარული ომი და პოლემიკა რუსთველთან; ბრძოლა რუსთველისთვის – ბრძოლა გადარჩენისთვის.
დრო: 11 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]