
6 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან ყირგიზეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები და წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.
ლექციათა განრიგი:
ზაინიდინ კურმანოვი – ყირგიზულ-რუსულ-სლავური უნივერსიტეტის პროფესორი
თემა: ”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების თავისებურებების და ევოლუცია ყირგიზეთში”
ბატონი კურმანოვი ისაუბრებს ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპებზე პრესაბჭოთა პერიოდიდან დღემდე; იგი ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რაც თანამედროვე ყირგიზეთის სამოქალაქო სექტორის წინაშე დგას.
ბაკტიგულ მაკსიტოვა – ოშის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თემა: „არამომგებიანი სფეროს მართვის თავისებურებები ყირგიზეთში”
ქალბატონი მაკსიტოვა ისაუბრებს ყირგიზეთში არსებული არაკომერციული (არამომგებიანი) ორგანიზაციების სტატისტიკაზე, მათ თავისებურებებსა და პრობლემებზე.
პროფესორების შესახებ
ბატონი ზაინიდინ კურმანოვი გახლდათ ყირგიზეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი, 2009-2010 წლებში კი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარედ იყო არჩეული.
ქალბატონ ბაკტიგულ მაკსიტოვას არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2010-2014 წლებში ის ჩართული იყო UNICEF-ის ახალგაზრდობის განვითარების პროგრამაში. გარდა ამისა, მას გააჩნია პროფესიონალი ტრენერის ლიცენზია არასამთავრობო სექტორში ფონდების მოზიდვისა და სოციალური პროექტების დიზაინისა და განხორციელების მიმართულებით.
ღონისძიება ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით.
დრო: 6 მაისი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]