
8 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე. კვლევას – სახელწოდებით, „ქართველი მომხმარებლის ქცევა სამომხმარებლო პროდუქტთან მიმართებაში: რუსეთის როლი და ზეგავლენის მომხდენი სხვა ფაქტორები“ – წარადგენენ მაია ნონიაშვილი და ნინო ენუქიძე. აღნიშნული კვლევა (ინგლისური სახელწოდებით: ”CONSUMER BEHAVIOR IN THE REPUBLIC OF GEORGIA REGARDING FMCG PRODUCTS: THE ROLE OF RUSSIA IN AFFECTING CONSUMER BEHAVIOR AFTER REACHING DCFTA WITH EU COUNTRIES“) სტატიის სახით დაიბეჭდა ამერიკულ გამოცემაში: Journal of Eastern European and Central Asian Research.
დრო: 8 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
[wpai_display_imported_files_here]