
29 აპრილს მსოფლიო ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, წელს მსოფლიოს მიმართავს ცნობილი ესპანელი ქორეოგრაფი და მოცეკვავე ისრაელ გალვანი.
ცეკვის საერთაშორისო დღეს უერთდება ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – 29 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 301 აუდიტორიაში, გაგაცნობთ ისრაელ გალვანისა და მსოფლიო ცეკვის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილებს (თარგმანი ეკუთვნის ილიაუნის მაგისტრანტს, ირინა ბაგაურს). ამასთან, ნაჩვენები იქნება გალვანის ქორეოგრაფიული კომპოზიცია – ”ლორკა”(ხანგრძლივობა: 54 წთ.).
დრო: 29 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D301 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. № 32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]