
21 აპრილს, 19:15 – 21:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ ფიდესის წიგნის პრეზენტაცია. წიგნი – სახელწოდებით, “შექსპირი და რელიგია” – ქართულად თარგმნა პაატა ჩხეიძემ და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. წიგნში თავმოყრილია პროფესორ ფიდესის 4 ლექცია, რომლებიც მან 2008 და 2014 წლებში წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
წიგნის ინგლისური ვერსია ჯერ არ გამოცემულა, ამდენად, ქართული თარგმანი წინ უსწრებს ინგლისური დედნის გამოცემას.
დრო: 21 აპრილი, 19:15 – 21:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]