
20-22 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, დრ. ზაალ ანდრონიკაშვილი ჩაატარებს 3 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ფარგლებში.
თემატიკა:
განრიგი:
ლექცია-სემინარები ჩატარდება ქართულ ენაზე.
დრ. ზაალ ანდრონიკაშვილი ლიტერატურისმცოდნე, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მეცნიერ-თანამშრომელია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტში გერმანისტიკის, ისტორიისა და არქეოლოგიის შესწავლის შემდეგ, ანდრონიკაშვილმა 2005 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია.
2006 წლის შემოდგომის სემესტრში იყო ასისტენტ-პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო იმავე წლის გაზაფხულის სემესტრში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2006 წლიდან ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მეცნიერ-თანამშრომელია კვლევითი პროექტით – „ევროპის მრავლობით კულტურათა ტოპოლოგია ”ევროპის აღმოსავლეთისაკენ გადაწევის” გათვალისწინებით“.
2011-2012 წლებში ანდრონიკაშვილი იყო კვლევითი პროექტის – „ევროპული სუბიექტი და ”homo sovieticus“ – მეცნიერ-თანამშრომელი. 2012 წლის აპრილიდან კი კვლევითი პროექტის – „საქართველოს კულტურული სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“ – მეცნიერ-თანამშრომელია.
ზაალ ანდრონიკაშვილი ავტორია შემდეგი მონოგრაფიებისა:
შენიშვნა:
დრ. ანდრონიკაშვილის ლექციების პარალელურად, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, 21-24 აპრილს, პროფ. დრ. დანიელ ვაიდნერი და დრ. ფალკო შმიდერი ჩაატარებენ 2-2 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „კულტურის კვლევების სათავეები“ – ფარგლებში.
[wpai_display_imported_files_here]