
27 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.
ლექციის თემაა: ჰენრიკ იბსენი – ”გარეული იხვი” ”თოჯინების სახლიდან”
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: აფთიაქარი და პოეტი; დებიუტი: „კატილინა“; დრამატურგიული რეფორმები; „თოჯინების სახლი“; იმპრესიონიზმისა და შექსპირის გადაკვეთა: „გარეული იხვი“; ახალი ანტიგონე და ახალი ჰამლეტი; ევროპის უკიდურესობანი: ნორვეგია და საქართველო.
დრო: 27 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]