Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: რევაზ სოლომონიას საჯარო ლექცია – ”მიტოქონდრიები და მეხსიერება”

აპრილი 2, 2015 / 17:00

2 აპრილს ხუთშაბათს, 17:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე სრულ პროფესორთან, რევაზ სოლომონიასთან.

საუბრის თემა: მიტოქონდრიები და მეხსიერება – აქვს თუ არა მიტოქონდრიებს, ენერგიით უზრუნველყოფის გარდა, სხვა როლი ნერვული სისტემის ფუნქციობაში?

მოხსენებაში განხილული იქნება ის მოლეკულური ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს წიწილებში მხედველობითი შთაბეჭდვის მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიტოქონდრიული პროტეომის ცვლილებებს და პრობლემას: აქვს თუ არა მიტოქონდრიებს, ენერგიით უზრუნველყოფის გარდა, სხვა როლი ნერვული სისტემის ფუნქციობაში?

შეხვედრის დრო: 2 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე,  E 207 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 2, 2015
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: