
27 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 301 აუდიტორიაში ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ტრადიციულად ეხმიანება 1961 წლიდან ამოქმედებულ ინიციატივას და, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრთან ერთად, გიწვევთ თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ღონისძიების ფარგლებში წავიკითხავთ მსოფლიოში ცნობილი პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის, წლევანდელ გზავნილს და ვაჩვენებთ მის მიერ ებრაული დრამატურგიის განვითარების ისტორიაში გამორჩეული დრამატურგის, ხანოხ ლევინის, პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენის – „კრუმ“ – ვიდეოჩანაწერს (168 წუთი).
დრო: 27 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 301 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]