
გვიანი ღამე ილიაუნიში – ღონისძიება ამ სახელწოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მარტს ჩატარდება და ბევრ საინტერესო და მრავალფეროვან შემეცნებითსა თუ გასართობ აქტივობას გააერთიანებს.
ღონისძიების გარკვეული აქტივობები დაიწყება 17:00 საათიდან და უნივერსიტეტი სტუმრებისთვის ღია იქნება 02:00 საათამდე.
გელოდებით სტუდენტებს, ლექტორებს, აბიტურიენტებს – ყველას, ვისაც გიყვართ ილიაუნი ან გსურთ უკეთ გაიცნოთ ის.
გვიანი ღამე ილიაუნიში – პროგრამა
დაწყების დრო: 18:30 საათი
დასრულების დრო: 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 19:00 საათი
დასრულების დრო: 00:00 საათი
აღწერა: ილიაუნის ლექტორები ერთ კონკრეტულ, წინასწარ შერჩეულ წიგნზე ისაუბრებენ 25-30 წუთის განმავლობაში.
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“
დეტალური ინფორმაცია იხილეთ იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 21:30 საათი
აღწერა:
ღონისძიება აერთიანებს სანახაობრივ, სადღესასწაულო და საგამოფენო აქტივობებს, რომლებიც თამაშების, როგორც ბიზნესინდუსტრიის, განვითარებას ემსახურება. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება შესვენება ყავისა და ჩაის თანხლებით.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 202-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 23:00 საათი
დასრულების დრო: 01:30 საათი
აღწერა: მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება ილიუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი, ილიაუნის გოსპელ-გუნდი, ილიაუნის ელექტროაკუსტიკური სტუდია და ანსამბლი „კონსილია“ „თავისუფალი იმპროვიზაცია“ .
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 202 აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: გამოიფინება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგების და კურსდამთავრებულების ნამუშევრები (კერამიკა, ფერწერა, გრაფიკა, გობელენი, თექა, ბატიკა, ხე, მინანქარი, მინა)
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 207-ე აუდიტორია და მიმდებარე დერეფანი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 00:00 საათი
აღწერა: სამეცნიერო კაფე მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლებს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ჩაისა და ყავის თანხლებით, მოუსმინოთ აღიარებული მეცნიერების პოპულარულ-სამეცნიერო მოხსენებებს აქტუალურ თემებზე.
ადგილმდებარეობა : ილიაუნის A კორპუსი, 404-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა:უილიამ შექსპირის პიესა „ჭირვეულის მორჯულება” რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები 2 მოქმედებაში გაითამაშებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ “ოჯახური თანაცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს”, რომელიც საუკუნეების წინ მათი ხნის უილიამ შექსპირმა ხუთტერფიან იამბებად გალექსა.
შენიშვნა: სპექტაკლზე დასწრებას მსურველები შეძლებენ უფასოდ. სპექტაკლზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. დავუკავშირდებით იმ 120 რეგისტრირებულ მსურველს, რომლებიც პირველები შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (შიდა ეზო)
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
სარეგისტრაციო ფორმა
დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 21:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით, გაიმართება ორი პროცესი – სისხლის სამართლის მიმართულებით (განხილული იქნება საქმე სისხლის სამართლის ნორმებით) და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 102-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 21:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, ნაჩვენები იქნება სამი ფილმი: „მკლელობის ანატომია“, „წარმოუდგენელი“ და „უდანაშაულების პრეზუმპცია“
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 101-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება კოსტიუმირებული თამაში დანაშაულის გამოძიების თემატიკაზე – მთელი A კორპუსის ტერიტორიაზე გაფანტული გარკვეული მინიშნებები თამაშის/გამოძიების მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გახსნან დანაშაული.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 307-ე აუდიტორია
დაწყების დრო:19:00
აღწერა: ნაჩვენები იქნება სამი ფილმი:
თითოეული ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა მისი განხილვა.
მოდერატორი: თეო ხატიაშვილი, ასოცირებული პროფესორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 101-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: შედგება ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტების არქიტექტურული მაკეტების გამოფენა.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 204-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 19:00 საათი
დასრულების დრო: 21:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ჩატარდება ვიქტორინა ბიზნესის თემაზე. ვიქტორინის მონაწილე წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 408-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 21:00 საათი
დასრულების დრო: 23:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ჩატარდება კონკურსი – „ბიზნესიდეა ერთ ღამეში“. პროექტის წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 408-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 23:00 საათი
დასრულების დრო: 00:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის მოეწყობა ტურისტული კლიპების ჩვენება.
ადგილდმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 408-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 19:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: მოეწყობა ილიაუნის მკვლევრების არქეოლოგიური არტეფაქტების/ნიმუშების გამოფენა
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 306-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 103-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 406-ე აუდიტორია
დაწყების დრო: 18:00 საათი
აღწერა: სტუმრები A კორპუსის IV სართულიდან ტელესკოპით დააკვირდებიან ციურ ობიექტებს.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, IV სართული
დაწყების დრო: 18:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის სტუდენტები მსურველებს გადაუღებენ სამახსოვრო ფოტოებს, რომლებიც განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ facebook-გვერდზე. გარდა ამისა, მოეწყობა მათი ფოტონამუშევრების გამოფენა.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 202-ე აუდიტორიის მიმდებარე დერეფანი
გვიანი ღამე უნივერსიტეტში ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს – ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.
[wpai_display_imported_files_here]