
23 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია – GameLab Iliauni გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტები გაეცნობიან კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორიის ფუნქციებს და ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ, რომლებიც გეიმინგის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის შემუშავდა.
კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოადგენს გარემოს, სადაც სტუდენტები ახერხებენ კრეატიული იდეების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომას, უნარ–ჩვევების ამაღლებას და ღირებული პროდუქტის შექმნას. GameLab Iliauni-ს მიზანია, მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდა თაობა კომპიუტერული და მობილური თამაშების შემუშავების პროცესში და მოახდინოს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაცია.
საინფორმაციო შეხვედრაზე პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:
რა შესაძლებლობას ქმნის GameLab Iliauni ისეთი სტუდენტისათვის, რომელსაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებში არ აქვს სპეციალური ცოდნა?
GameLab Iliauni შენი კრეატიული იდეების გვერდითაა!
მოდი და გაიგე, რა შეუძლია მას შენ მხარდასაჭერად!
შეხვედრის დრო: 23 მარტი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]