
18 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი მაისურაძე გაგაცნობთ ორი ახალი უპრეცედენტო, 6-კრედიტიანი კურსის სპეციფიკას, ზუსტ განრიგსა და კრედიტების მოპოვების წესს.
კურსებს სახელწოდებით – „კულტურის კვლევების სათავეები“ და „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გაზაფხულის სემესტრში შესთავაზებს ფილოსოფიის, სოციოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერების, ლიტერატურისმცოდნეობისა და Liberal Arts-ის ბაკალავრიატის სტუდენტებს.
ორივე კურსის ხელმძღვანელი იქნება პროფ. გიორგი მაისურაძე, ხოლო თითოეული მათგანი მეტწილად დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის (ბერლინი, ლუქსემბურგი, პრაღა, ბოხუმი) ლექტორების ინტენსიური ლექცია-სემინარებით.
უცხოენოვანი ლექციები ჩატარდება თანმიმდევრული ქართული თარგმანით.
ვინაიდან კურსებს არ ექნება სტაბილური ყოველკვირეული ხასიათი, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ კურსების პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციის დრო: 18 მარტი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია
[wpai_display_imported_files_here]