
16 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის
– “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.
ლექციის თემა:„უილიამ შექსპირი – „მეფე ლირი“.
შექსპირის ყველაზე კოსმიური ტრაგედია; ბუნება შექსპირის გაგებით; ადამიანი ბუნების წინააღდეგ; მადლიერება და უმადურება; პიროვნების ფენომენის აფეთქება; სამყარო, როგორც ადამიანის სულის ილუსტრაცია; შექსპირის „მტრები“ და „მეგობრები“ — გოეთე, ჰიუგო, ტოლსტოი, შოუ, ჯოისი, ელიოტი; ქართველი ლირი — „ყველასგან მიტოვებული“.
დრო: 16 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]