
სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოჩენა. ღონისძიების თანაორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია.
სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით 26 სექტემბერს გაიმართება ვაკის პარკში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლებს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს და იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების პოპულარიზაციით.
წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა გაიმართება. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან.
2015 წლის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დასრულებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის: sciencepicnic@iliauni.edu.ge
2015 წლის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/9XcCbr უნდა შეავსონ არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.
სამეცნიერო პიკნიკი 2014
[wpai_display_imported_files_here]