
25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანიც საბჭოთა ოკუპაციის ხელახალი გააზრებაა. საბჭოთა ოკუპაციიდან 94 წლის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და კითხვები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ისტორიული გამოცდილების შეფასებასთან: რამდენად არის თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია საბჭოთა ისტორიული ნარატივისგანთავისუფალი? რატომ იყო საქართველო ანექსიის განსაკუთრებული მოდელი? რა კავშირი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებას ოკუპაციასთან და რა შეიძლება ვისწავლოთ საკუთარი ისტორიიდან?
საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებულ კოლონიალიზაციაზე და ანექსიის გამოცდილებაზე ისაუბრებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საპატიო სტუმრები:
დისკუსიის მოდერატორია ელენე კეკელია.
დრო: 25 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის #32)
დასწრება თავისუფალია. დისკუსიის ბოლოს გათვალისწინებულია ფურშეტი.
[wpai_display_imported_files_here]