
18 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორი, ირაკლი ლექვინაძე, ისაუბრებენ თემაზე: „აქციზის გაზრდის საკითხი“.
2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ” (მოგვიანებით – ბიუჯეტიც), რომლის მიხედვითაც, რიგ პროდუქტებზე, მათ შორის ალაოს ლუდზე, შეიცვალა აქციზის განაკვეთი – 1 ლიტრ ლუდზე გაიზარდა 40-დან, 60 თეთრამდე. ლუდთან მიმართებაში ცვლილება ძალაში შედის 2015 წლის 1-ლი მარტიდან.
ამასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე საუბარი იქნება აქციზის ზრდის მიზეზებზე (არის თუ არა ის კავშირში ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან) და შედეგებზე.
დრო: 18 თებერვალი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: E კორპუსი, 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]