
5 თებერვალს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსში”, პოეზიის კლუბი გიწვევთ ლევან რამიშვილის ახალი წიგნის – “დაფარული ვეფხისტყაოსანი” – პრეზენტაციაზე. პუბლიცისტი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია “საბას” 2006 წლის ლაურეატი, ლევან რამიშვილი, თავად წარადგენს საკუთარ წიგნს და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ვეფხისტყაოსანი” მსოფლიო რელიგიებისა და ეზოთერული ცოდნის კონტექსტში”.
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]