Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

თებერვალი 2, 2015 / 19:00

პროექტის -”ილიაუნის მწერალი“ – ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით – „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.

2 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვერგილიუსის „ენეიდა“ – დასავლური ლიტერატურის ახალი თავგადასავალი“.

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ჰომეროსი – ვერგილიუსის მთავარი ლიტერატურული წინაპარი; სხვა წინაპრები – ენიუსი, აპოლონიოს როდოსელი; „ილიადა“ და „ოდისეა“ „ენეიდაში“; სიახლე ეპიკურ ლიტერატურაში: ფსიქოლოგიზმი; სიყვარული, როგორც პოემის ძრავა; ავგუსტუსის როლი და პოლიტიკა პოეზიაში; ვერგილიუსი დანტესთან.

დრო: 2 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 2, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: