Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ქართული ენის სწავლება და თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია“

სექტემბერი 25, 2014 / 11:07

2014 წლის 10-11 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A101 აუდიტორია) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ქართული ენის სწავლება და თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია“ .

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის – „ძველი და თანამედროვე ქართული ენის სასწავლო ონლაინპორტალი“ – ფარგლებში.

კონფერენციის მიზანია ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სწავლებისა და მეთოდიკის სფეროში გაწეული სამუშაოების წარმოდგენა ენების ელექტრონული სწავლების საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში, შედეგების შეჯამება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ამოცანების დასახვა.

კონფერენციის თემატიკა:
• ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება
• ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება
• მეორე ენის/ბილინგვური მასწავლებლის მომზადება
• ენების ელექტრონული სწავლება

მონაწილეობის პირობები:

მომხსენებელმა 200-300 სიტყვისაგან შემდგარი რეზიუმე ქართულ (შრიფტი sylfaen) ან ინგლისურ (შრიფტი Times New Roman) ენაზე უნდა წარმოადგინოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geolingvostudio@iliauni.edu.ge.

მოხსენებათა წარდგენის ბოლო ვადა – 5 ოქტომბერი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ ანკეტის შევსებას (იხ. ბმული) და attachment-ის სახით გადმოგზავნას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geolingvostudio@iliauni.edu.ge

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა – 25 წუთი;
ვორკშოფის პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 15 წუთი.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 25, 2014
Time:
11:07
Event Category:
Event Tags: