Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება

სექტემბერი 24, 2014 / 13:18

ხელშემწყობი მექანიზმები

26 სექტემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ანალიტიკური ცენტრის – ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” – (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის მორიგი სემინარი – ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ხელშემწყობი მექანიზმები.

სემინარზე განხილული იქნება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, ტექნოლოგიები და მსოფლიო გამოცდილება, ასევე -ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივა ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ და მისი დანერგვა ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებში.

სემინარი წარიმართება დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმში; დასასრულს, დრო დაეთმობა საქართველოში ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა-გაანალიზებასაც.

დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ და აქტიურად ჩაერთოთ დისკუსიაში.

დრო: 26 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 24, 2014
Time:
13:18
Event Category:
Event Tags: