Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ვორქშოპი – ფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება (ALOP)

სექტემბერი 5, 2014 / 11:40

8 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში  ”ლიგამუსი” გიწვევთ UNESCO-ს და ტრიესტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ვორქშოპის – ფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება (ALOP) – გახსნაზე. ვორქშოპი, რომელიც მოიცავს 6 მოდულს და ეფუძნება აქტიური მეთოდებისა და იაფი ტექნოლოგიების გამოყენებას ფიზიკის სწავლებისას, გაგრძელდება 12 სექტემბრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში.

ვორქშოპის ფარგლებში ქართველ პედაგოგებთან 5 დღის განმავლობაში იმუშავებენ და კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას ფიზიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებში გაუზიარებენ პროფესორები: ალექს მაზოლინი (სვინბურნის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ავსტრალია); დევიდ სოკოლოვი (ორეგონის უნივერსიტეტი, აშშ) და ივან კულაბა (ატენო დე მანილას უნივერსიტეტი, ფილიპინები). ვორქშოფზე მიწვეულია ფიზიკის 20 პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და აკადემიური წრის 10 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 5, 2014
Time:
11:40
Event Category:
Event Tags: