
2014 წლის 20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „L`italiano: da Petrarca in poi…“.
კონფერენცია ეძღვნება დიდ იტალიელ პოეტს, ფრანჩესკო პეტრარკას.
თემატიკა:
კონფერენციის ძირითადი თემა არის იტალიანისტიკა. მასზე წარმოდგენილი მოხსენებები შეიძლება ეძღვნებოდეს შემდეგ კონკრეტულ მიმართულებებს:
• ენათმეცნიერება;
• ლიტერატურისმცოდნეობა;
• ენისა და ლიტერატურის სწავლების საკითხები;
• მხატვრული თარგმანის თეორია.
მონაწილეობის პირობები:
• მომხსენებელმა უნდა წარმოადგინოს 200-300 სიტყვისაგან შემდგარი რეზიუმე ქართულ ან იტალიურ ენაზე (sylfaen-ში), შემდეგ მისამართზე: cci.tbilisi.news@gmail.com. ავტორებს ვთხოვთ, მიუთითონ საკონტაქტო მონაცემები და ინფორმაცია სამუშაო ან სასწავლო დაწესებულებაზე. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 15 ოქტომბერი;
•კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და იტალიური;
• თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 20 წუთით (საჭიროების შემთხვევაში, მომხსენებელი უზრულვეყოფილი იქნება პროექტორითა და სხვა საჭირო აპარატურით);
სამეცნიერო და საორგანიზაციო საბჭო:
პროფ. ნოდარ ლადარია
პროფ. ლორენცო ვენცი
ნიკოლეტა დაგა
მაურა მორანდი
მანანა სიფრაშვილი
მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე
Ph.დოქტ. ნანა ლომია
კოორდინატორები:მ.სიფრაშვილი, PhD. ნ.ლომია
[wpai_display_imported_files_here]