
9 ივნისს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, უელსის პარლამენტის სპიკერი, დეიმ როზმარი ბატლერი და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი დირექტორი, მაკო აბაშიძე.
შეხვედრის მიზანია ახალგაზრდების, როგორც მომავალი ლიდერების, ცნობიერების ამაღლება ევროკავშირისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, აგრეთვე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე.
დრო: 9 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]