
20 მაისს, 18:00 საათზე G106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, ხოსრო სინაის ფილმის ჩვენება. 2005 წელს გადაღებული დოკუმენტური დრამა – „საუბარი ჩრდილთან“ – მეოცე საუკუნის გამოჩენილი ირანელი მწერლის, თანამედროვე სპარსული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სადეყ ჰედაიათის (1903-1951) ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიამბობს.
ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.
[wpai_display_imported_files_here]