
ნ. ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: კვლევა და პრაქტიკა“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს ცენტრი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი „საფარი“ და ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” მართავენ ნ. ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ კონფერენციას თემაზე – ტრავმა და საზოგადოება: კვლევა და პრაქტიკა.
კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 25 (14.00 საათი) და 26 აპრილს (10:30 – 16.00) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში.
კონფერენციის ძირითადი თემებია:
– ფსიქოტრავმა, მისი მექანიზმები და გამოვლინებები;
– ტრავმის შემდგომი აშლილობების მკურნალობა და მოვლა;
– უახლესი კვლევები ფსიქოტრავმის სფეროში; მათი ზეგავლენა მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციების დანერგვასა და განხორციელებაზე.
კონფერენციას გახსნის პროფ. ჯონათან ბისონი (კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) ლექციით -“The impact of DSM5 and ICD11 on PTSD”; ის ასევე წარუძღვება სემინარს -“ტრავმის ნეირობიოლოგია და ფარმაკოლოგია”.
მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრები და სხვა პროფესიონალები.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.
[wpai_display_imported_files_here]