Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წიგნის საერთაშორისო დღე

აპრილი 22, 2014 / 13:56

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა ტიპის საინტერესო ღონისძიებაზე გიწვევთ.

მაშ, ასე, ოთხშაბათს, 23 აპრილს:

11:00  საათიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის შესასვლელთან (ჭავჭავაძის #32) იმოქმედებს Book Drive ჩააბარეთ წიგნები, რომლებიც  მაღალმთიანი რეგიონების სამკითხველოებს გადაეცემა.

11:00 საათიდან, მთელი დღის განმავლობაში, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსის” ვერანდაზე გაიმართება მოხეტიალე წიგნების აქცია დატოვეთ ან წაიღეთ თქვენთვის სასურველი წიგნი.

13:00 საათზე ილიაუნის სტუდენტები ჭავჭავაძის გამზირზე მოაწყობენ წიგნის დღესთან დაკავშირებულ ფლეშმობს. 

14:00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე წარადგენს საქართველოს კანდიდატებს.

15:00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” 6-8 წლის ბავშვებს სპეციალურად მოწვეული სტუმარი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი, სანდრო ასათიანი, წაუკითხავს ზღაპრებს. ”ლიგამუსის” თანამშრომლები კი შესთავაზებენ გასართობ და სახალისო აქტივობებს.

17:00 საათზე ილიაუნის „წიგნის კითხვის კლუბი“ მოაწყობს ჟან-პოლ სარტრის მოთხრობის „კედელი“ კითხვას.

20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე ილიაუნის თეატრალ ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უილიამ შექსპირის სონეტების მიხედვით დადგმულ პერფორმანსს ითამაშებენ.

ღონისძიებებზე დასწრება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. 

გელოდებით!

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 22, 2014
Time:
13:56
Event Category:
Event Tags: