
2014 წლის 8 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საქართველოს კულტურის პალატას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კულტურის პალატა ბიზნესის სკოლის სტუდენტებიდან შეარჩევს 15 სტაჟიორს. სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან მედიამენეჯმენტის, ღონისძიებათა მენეჯმენტისა და ვიზუალური კომუნიკაციის სფეროებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურის პალატაში მიმდინარე პროექტების მართვაში.
სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებია აკადემიური მოსწრება, CV და სამოტივაციო წერილი.
მისამართი ჩოლოყაშვილის 3/5, აუდიტორია E407
[wpai_display_imported_files_here]