Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გაიცანი და გააცანი DCFTA

მარტი 18, 2014 / 14:48

20 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე “გაიცანი და გააცანი DCFTA”, რომელიც ნაწილია საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით მიმდინარე ამავე სახელწოდების პროექტისა.

სემინარს  გაუძღვებიან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და  ევროკავშირის წარმომადგენლობის  ექსპერტები. სემინარები დაგეგმილია საქართველოს 5 რეგიონის 17 უნივერსიტეტში; უკვე ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტში.

პროექტი – “გაიცანი და გააცანი DCFTA” – სტუდენტებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პოპულარიზაციასა და ამ შეთანხმების თაობაზე დისკუსიაში ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას ემსახურება.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმება საქართველოსთან, როგორც მოსალოდნელია, 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში იგეგმება. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს შესაძლებლობას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, მომსახურების (რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია!) ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

DCFTA ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავისუფლად შევიდნენ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. შეთანხმება გულისხმობს არა მარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 18, 2014
Time:
14:48
Event Category:
Event Tags: