
31 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება პროექტ „ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს, ქართველ, ოს და აფხაზ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.
პროექტი დაფინანსებულია COBERM-ის მიერ (გაეროს განვითარების პროგრამა) და ხორციელდება საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
პროექტის ფარგლებში ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგი მედია კონტენტის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებში; ტრენინგის შემდეგ კი ახალგაზრდები თვითონ მოამზადებენ სიუჟეტებს მათთვის აქტუალურ თემებზე;
ასევე შეიქმნება ერთობლივი ვებ-პორტალი, რომელზეც განთავსდება ახალგაზრდების მიერ მომზადებული სიუჟეტები, სტატიები და ფოტომასალა.
აღნიშნული პროექტი ორგანიზებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ინტერნიუსი საქართველოს “ მიერ.
[wpai_display_imported_files_here]