3 სექტემბერი, 2026

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცუკუბას უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური პროექტი

სექტემბერი 3, 2026 / 14:00 - 16:00

3-9 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცუკუბას უნივერსიტეტის პროექტის „მულტიკულტურული სასწავლო პროგრამა – გავეცნოთ ქართულ კულტურას და ვიფიქროთ რეგიონების განვითარებაზე“ ფარგლებში თბილისს ეწვევა ცუკუბას უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი პროექტის ავტორის, პროფესორ ჰაიატე სოტომეს ხელმძღვანელობით.

პროექტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასოცირებული პროფესორის, ჯაბა მესხიშვილის ხელმძღვანელობით.

პროგრამის მიზანია სტუმრებმა მასპინძლებთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ერთად იმსჯელონ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შემდეგ საკითხებზე: რეგიონების დაცლა (დეპოპულაცია), რეგიონული განვითარება და ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები ქართული ენისა და კულტურის, გეოგრაფიული და პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ასევე უფრო ღრმად გაეცნონ როგორც იაპონიის, ისე საქართველოს  საზოგადოებასა და კულტურას და ჩამოაყალიბონ რეგიონების სოციალური პრობლემების მიმართ პრაქტიკული მიდგომები.

3 სექტემბერს, 14:00-16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები.

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში“ – მომხსენებელი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მასაჰირო უეკი

„მეხსიერება, კონფლიქტი და ევროპული მისწრაფებები: თანამედროვე საქართველო“ – მომხსენებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 3 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.