
16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ნინო სიფრაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მარგინალიზაცია და ქართული მუსლიმური კონტერპუბლიკების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა აჭარაში“ (Marginalization and the Making of Georgian Muslim Counterpublics in Post-Soviet Ajara).
დისერტაციის ძირითადი არგუმენტის მიხედვით, პოსტსაბჭოთა აჭარაში ტრანსნაციონალური რელიგიური განათლების მქონე ქართველი მუსლიმები ისლამის მარგინალიზაციას პასუხობენ კონტრპუბლიკების (counterpublics) ფორმირებით. ეს კონტრპუბლიკები არა მხოლოდ ალტერნატიული დისკურსის ცირკულაციის სივრცეებს წარმოადგენენ, არამედ მომავალზე ორიენტირებულ მორალურ პროექტებადაც გვევლინებიან. ისლამური ცოდნის გავრცელებისა და პედაგოგიური პრაქტიკების მეშვეობით, რელიგიურად განათლებული ქართველი მუსლიმები, ცდილობენ ხელი შეუწყონ მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც შეძლებს ისლამური მორალისა და პრაქტიკების შენარჩუნებას, ისლამის მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას და ქართველი მუსლიმების მიმართ მიმღებლობის გაძლიერებას. მომავალზე ორიენტირებულ საქმიანობა, კვლევაში გაანალიზებულია, მომავალ თაობებზე ორიენტირებული ღვთისმოსაობისა (generative piety) და მომავალ თაობებზე ორიენტირებული კონტრპუბლიკების (generative counterpublics) ცნებების მეშვეობით.
დოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის გაფორმებული ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში. ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
პროფესორი ფრიც ჰეინრიხი, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტი
პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თანახელმძღვანელი:
პროფესორი თამთა ხალვაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 ივლისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.