
11 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ევროპის დღეს“ შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნავს. 12:00-დან 17:00 საათამდე, ჰილტონ ბათუმში, ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი (N27), რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს, ინტერაქციულ ტექნოლოგიურ სივრცეებს, სადაც მეცნიერება, ინჟინერია, ინოვაცია და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება.
სტუმრებს დახვდებათ:
ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და ფაბლაბ ილიაუნის სივრცე
- ტექმეწარმეობის ცენტრის, ფაბლაბის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ELICIA – Empowering Leadership in Creative Innovation and AI-driven Entrepreneurship“ საინფორმაციო კუთხე – სტუმრები გაეცნობიან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. გაიცნობენ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს. ნახავენ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რა შესაძლებლობები აქვთ ჰუმანოიდ რობოტებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება სხვადასხვა სფეროში;
- ვირტუალური რეალობის კუთხე – აქ შეძლებენ ოკულუსის მეშვეობით დაათვალიერონ ვირტუალური რეალობის აპლიკაციები და გაეცნონ მისი გამოყენების პრინციპებს;
- 3D პრინტინგისა და სკანერის კუთხე – გაეცნობიან 3D მოდელირების პრინციპებს და 3D პრინტერზე დაბეჭდავენ სხვადასხვა ნივთს, 3D სკანერზე დაასკანერებენ მათთვის სასურველ ობიექტებს;
- რობოტიკისა და ინჟინერიის კუთხე – გაეცნობიან საინჟინრო ელექტრონულ კომპონენტებს, ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში, როგორიცაა ელექტრონული წრედების შექმნის პროცესი, ნახავენ რობოტების გამოფენას, საინჟინრო პროექტებს: რობოტ ხელს, საწერ რობოტს, გაეცნობიან ინჟინერიის მიმართულებებს, მართავენ და დააპროგრამებენ Arduino-ს ბაზაზე აწყობილ რობოტებს, ნახავენ სხვადასხვა სახეობის დრონებს;
- STEAM თამაშების კუთხე – გამოცდიან და ითამაშებენ ლოგიკურ, ინტერაქციულ და საგანმანათლებლო STEAM მიმართულების თამაშებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ მინი battle bot-ების შეჯიბრებაში.
ილიაუნის სტენდზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში, კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაცია, ჯანდაცვის განათლების მოდერნიზება, მდგრადი განვითარება და მწვანე კომპეტენციები, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების უნარების განვითარება.
დრო: 11 ივლისი 12:00-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ჰილტონ ბათუმი, მის.: ბათუმი, რუსთაველის გამზ. N 40
ღონისძიების შესახებ ვრცლად: https://tinyurl.com/mryywxh2
დასწრება თავისუფალია.
2026