
15 აპრილს არის ქართული კინოს დღე. ამასთან დაკავშირებით, ხელოვნების სამენცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედია კომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრი აწყობს ქართული ფილმების საღამოს, რომელიც 15 აპრილს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება.
ქართული კინოს დღის აღნიშვნა დაიწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კინომცოდნე ნინო მხეიძის შესავალი სიტყვით, რომლის შემდეგაც ნახავთ:
1.მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმშვანთე“ (50 წუთი, 1929 წ.);
2.მიხეილ კობახიძის „ქორწილი“ (30 წუთი, 1964 წ.);
3.გიო მგელაძის „არა მეგობარო“ (25 წუთი, 1994);
დასწრება თავისუფალია
[wpai_display_imported_files_here]