
12 ივნისს,18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გერმანელი ისტორიკოსი, გერმანული წიგნის ინდუსტრიის მშვიდობის პრემიის მფლობელი კარლ შლიოგელი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის ახლებური გააზრება“. ისაუბრებს იმის შესახებ, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა და რუსეთის ომები უკრაინასა და საქართველოში მოითხოვს ევროპის ისტორიისა და დღევანდელობის რადიკალურ გადაფასებას; მეტიც, ეს მოვლენები ხელახლა გააზრებას საჭიროებს, თუ გვინდა, რომ სიმართლეს მივუახლოვდეთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო კარლ შლიოგელს მიანიჭებს ილიაუნის საპატიო დოქტორის წოდებას.
სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე.
დეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 12 ივნისი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.