Loading Events

« All Events

შეხვედრა რეგიონული გასტრონომიული ტურიზმის მეწარმეებთან

მაისი 21 / 14:00 - 16:00

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით.

შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის, გააცნონ  რეგიონი, როგორც განვითარების, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე, ასევე, როგორ იქმნება წარმატებული გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესი დედაქალაქს მიღმა.

სპიკერები

სტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები:

თინათინ იდიძე (თუშეთი) – სერტიფიცირებული გიდი 9-წლიანი გამოცდილებით (კულტურული, გასტრონომიული, საფეხმავლო და საცხენოსნო მიმართულებები), სომელიე;

მარიკა თოდუა – ეთნოსოფელ „სისა ტურას“ დამფუძნებელი და მენეჯერი;

რუსუდან ყალიჩავა – საოჯახო სასტუმრო „კასა დე ხასიას“ დამფუძნებელი და მენეჯერი;

მაიკო კეზევაძე (იმერეთი, სოფ. გელათი) – აგროსახლ „ქორენას“ (აგროტურისტული ბიზნესი, გასტრონომიული მასტერკლასები, საოჯახო სასტუმრო) დამფუძნებელი და მენეჯერი;

ლიკა მეგრელაძე – აგროსახლ „კომლის“ დამფუძნებელი და მენეჯერი („ჩაის გზა“, ღვინის აგროტურისტული ბიზნესი, გასტრონომიული მასტერკლასები);

თიკა დუღაშვილი – ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტისა და მეღვინეობა „ღვინის ეზო N1-ის“ დამფუძნებელი და მენეჯერი;

მარინა ნარიაშვილი – საოჯახო სასტუმრო „ედემის“ მფლობელი, კულინარიული მეგზური წიგნის „მესხური ტაბლა“ ავტორი;

ზაზა ივანიძე – მეფუტკრე, მევენახე;

მია კუპრავა – Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი, “Worldchefs” საქართველოს შეფთა ასოციაციის დამფუძნებელი;

გოგი ბაზანდარაშვილი – საქართველოს შეფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიო შეფთა ასოციაციის წევრი;

თამუნა აბულაძე – Wine Diamond-ისა და Emocia Wines-ის დამფუძნებელი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 21 მაისი, 14:00-16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.