
29 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება.
პროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალების, პოპულარიზაციას. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, რა როლი აქვს ქოფირაითინგს სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შემუშავების, ვებგვერდების შექმნის, ციფრულ კამპანიებსა და კრეატიულ პროცესებში. მომხსენებლები დაინტრესებულ მსმენელს გაუზიარებენ წარმატებულ კამპანიებს.
სპიკერები
ღონისძიების მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „კახთა ბატონი“, „მუსიკის სახლი“, „გიზგიზი“, „Snacky“, Bakuriani Inn, Dreamland Oasis, „Red Bull“
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 29 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026