Loading Events

« All Events

ვორკშოპი „თანამედროვე არქეოლოგიის ტექნოლოგიური გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“

აპრილი 30 / 12:00 - 13:00

30 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არქეოლოგიის მიმართულების ვორკშოპების ციკლის მეორე სესია.

შეხვედრაზე ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები ყურადღებას გაამახვილებენ თანამედროვე არქეოლოგიის ძირითად გამოწვევებზე, იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე, მისი გამოყენების უპირატესობებსა და თანმდევ რისკებზე. დისკუსია ასევე შეეხება თეორიული არქეოლოგიის მნიშვნელობის საკითხს პოზიტივიზმისა და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში.

ვორკშოპს გაუძღვებიან

  • დიმიტრი ახვლედიანი, არქეოლოგი, ილიაუნის სრული პროფესორი
  • ნიკოლოზ წიქარიძე, პალეოანთროპოლოგი/არქეოლოგი, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი
  • ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგი, ილიაუნის სრული პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 30 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.