Loading Events

« All Events

ფილოსოფიური სემინარი – პროფესორ თამარ ცოფურაშვილის მოხსენება „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“

აპრილი 23 / 16:00 - 17:00

23 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ ცოფურაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“.

მომხსენებელი ისაუბრებს ანტონ კათალიკოსის ორ ფილოსოფიურ ნაშრომზე – „სპეკალსა“ და „კატეგორია სიმეტნეზე“. განიხილავს ამ ტექსტებში არსებულ არისტოტელეს იდეებს და ახსნის, რა ადგილი უკავია მათ მსოფლიო აზროვნების ისტორიაში. იმსჯელებს, სად არის ანტონ პირველის ტექსტების ადგილი – მეორე სქოლასტიკაში თუ ადრეული ახალი დროის განმანათლებლობაში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 23 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.