Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფილოსოფიური სემინარი: თორნიკე გოგინაშვილის მოხსენება „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“

მარტი 19 / 17:00 - 19:00

19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, თორნიკე გოგინაშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“.

მოხსენება ეხება არისტოტელეს ნაშრომის, De interpretatione-ს („პერი ჰერმენეია“) კომენტარის, ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ XVIII საუკუნეში სომხურიდან ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს. ნაშრომში განხილულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ის უცნობი ავტორის კომენტარი, რომელიც ქიზიყელმა დავით უძლეველს მიაწერა, თუმცა მისი ავტორობა სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე სადავოა და დამატებით კვლევას საჭიროებს.

კვლევის მთავარი მიზანია ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ თარგმნილი ამ ანონიმური კომენტარის შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის მიერ 1269-1271 წლებში დაწერილ კომენტარებთან, იკვეთება თუ არა ქართულად თარგმნილ ტექსტში აქვინელის თეოლოგიურ-ფილოსოფიური ან ლოგიკური თეორიების კვალი, რაც ახალ შუქს მოჰფენს აღნიშნული კომენტარის წარმომავლობასა და შინაარსობრივ ღირებულებას.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 19 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა  (S507 აუდიტორია), გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.