
ოცი წელი სწავლის, სწავლების, კვლევის, თავისუფალი აზრის, გამბედაობის, ერთიანობის.
ოცი წელი ერთად ვქმნით თავისუფალ აკადემიურ სივრცეს, სადაც კითხვებს სვამენ, სადაც მეცნიერება არის ძალა და სადაც უნივერსიტეტი მხოლოდ შენობა კი არა – პასუხისმგებლობაა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე.
ვერთიანდებით, რომ დავიცვათ უნივერსიტეტი, დავიცვათ განათლება, დავიცვათ ის იდეა, რომ უკეთესი მომავალი მხოლოდ ცოდნით შენდება.
ვერთიანდებით, რომ გამოწვევებს თვალი გავუსწოროთ და ერთად ვთქვათ: „ამ გზას ვერავინ შეგვაცვლევინებს“.
„რადგან უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლია“.
„საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და, საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია“ (ილია).
15 თებერვალს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები ილიას უნივერსიტეტის A კორპუსთან უნივერსიტეტის შენების 20-წლიანი ისტორიის დასაცავად. ერთმანეთის მხარდამხარ ილიაუნის უწყვეტი განვითარების გზა გაგრძელდება.
ჩვენთან ერთად იქნებიან ლექსო რატიანი და LOUDspeakers
Ligamus – ილიაუნი გვაერთიანებს
დრო: 15 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32