
სემინარი ეძღვნება ციფრული ჰუმანიტარიის მე-4 დონის (Level 4) სტანდარტის პრაქტიკული განხორციელების გზებს ძველი ქართული ტექსტების მაგალითზე. განხილული იქნება პროექტი „Arthron“ – მზექალა შანიძის კვლევაზე (1990) დაფუძნებული ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატის კრიტიკული ციფრული გამოცემა.
„Arthron“ პირველი ქართული პროექტია, რომელიც სრულად პასუხობს Linked Open Data-ს პრინციპებს, რაც ფუნდამენტური ნაბიჯია ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის საერთაშორისო ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრირებისთვის.
მკვლევარი თამარ კალხიტაშვილი განიხილავს შემდეგ საკვანძო საკითხებს:
სემინარის მონაწილეები გაეცნობიან, როგორ ინტეგრირდება ორი ხელნაწერის (A-6 და S-312) ვარიანტული წაკითხვები ერთიან ციფრულ სივრცეში და როგორ გარდაიქმნება ფილოლოგიური კვლევა მანქანურად წაკითხვად მონაცემებად.
რას ისწავლიან მონაწილეები?
როგორ ვაქციოთ ტრადიციული ბეჭდური კრიტიკული გამოცემა მე-4 დონის ციფრულ გამოცემად;
როგორ მუშაობს სემანტიკური ანოტირება ქართველოლოგიურ და ბიზანტინოლოგიურ კვლევებში;
მონაცემთა ბმულებით დაკავშირების პრინციპებს, რომელიც ტექსტს ღია და საძიებო ბაზად აქცევს.
სემინარი საინტერესო იქნება ფილოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ციფრული ჰუმანიტარიის სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ დაეუფლონ ტექსტების დამუშავების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
ფორმატი: ჰიბრიდული
ონლაინ დასასწრებად გთხოვთ, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1
Meeting ID: 817 2960 8519
Passcode: 933426
დრო: 6 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.