
22 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლოკვიუმის ფარგლებში ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი დიმიტრი ხახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „მენტალური სიტყვის თეორია აბელართან – შემეცნებისა და ენის კონვენციური და არაკონვენციური ასპექტები“.
მომხსენებელი ისაუბრებს სადოქტორო ნაშრომის იმ ნაწილზე, რომელზეც მან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ერასმუსის გრანტის ფარგლებში იმუშავა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 22 იანვარი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი, S800 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.