
21 იანვარს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი მაკა ლორთქიფანიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მსხვერპლი, როგორც პიროვნება და სოციალური მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ (The victim as a personality and social support against domestic violence).
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 21 იანვარი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.