
20 იანვარს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს მეგრული ენის კორპუსს (MLC).
მეგრული ენის კორპუსი (https://xmf.iliauni.edu.ge/) ტექსტების, აუდიო და ვიდეომასალის მულტიფუნქციური ციფრული რესურსია, რომლის მიზანია ერთ-ერთი ქართველური ენის, მეგრულის, ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების ხელშეწყობა, ენობრივი მონაცემების სისტემატიზაცია და ტექსტებში ასახული კულტურული და სოციალური კონტექსტების სიღრმისეული შესწავლა.
ღონისძიების მოდერატორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და პროექტის გუნდის წევრები, ასოცირებული პროფესორი რუსუდან გერსამია და პროფესორი ირინა ლობჟანიძე, ასევე მაგისტრები თამუნა სხულუხია და ნინო წულაია ისაუბრებენ მცირე რესურსების მქონე ენების დოკუმენტირებისა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე და წარმოადგენენ პროექტის ძირითად შედეგებს, მათ შორის:
პროექტი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 20 იანვარი, 17:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.