
17 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში არტურ გებალი წაიკითხავს ლექციას პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.
ლექცია წარიმართება კითხვა-პასუხის სახით.
არტურ გებალი დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის პერიოდში იყო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) კოორდინატორი და ასევე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი.
დრო: 17 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.