
22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პირველად გაიმართება WordPress თბილისი Meetup, რომელიც მიზნად ისახავს WordPress-ის, ღია კოდის კულტურის, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას საქართველოში.
ღონისძიება გააერთიანებს დეველოპერებს, დიზაინერებს, სტუდენტებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს – ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ციფრულ გარემოს.
WordPress თბილისი Meetup არის ღია, ინკლუზიური პლატფორმა, რომლის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და იძენენ ცოდნას. მისი მთავარი ამოცანაა ციფრული უნარების გაძლიერება, თანამედროვე ვებტექნოლოგიების პოპულარიზაცია და WordPress-ის გლობალურ ეკოსისტემაში საქართველოს ადგილის განმტკიცება.
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო WordPress Foundation-ის სტანდარტებით, რაც გულისხმობს მონაწილეებისთვის უსაფრთხო, მეგობრული და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/arTuW
მონაწილეობით ან პარტნიორობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ მისამართზე: wptbilisimeetup@gmail.com
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 22 ნოემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32