
14 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „HERI – უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ შემაჯამებელი კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“.
ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის შედეგების წარდგენა და, დაანონსებული რეფორმის კონტექსტში, საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავლზე მსჯელობა.
პროექტი დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)-ის“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 14 ნოემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2025