
21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“ [FR-23-6740] ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები.
პროექტის მონაწილეები კვლევის შუალედური შედეგების შესახებ წაიკითხავენ მოხსენებებს:
„ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება დიმიტრი უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებისთვის“
მომხსენებელი გიორგი ფარცხალაძე
„XIX ს-ის II ნახევრის თბილისის მარცხენა სანაპიროს განაშენიანების ისტორიისთვის (დ. უზნაძის ქუჩის მაგალითზე)“
მომხსენებელი თათია ღვინერია
„იმპერიული ნარატივები და მათი ტრანსფორმაცია ურბანულ მეხსიერებაში (დ. უზნაძის ქუჩის მონუმენტური ქანდაკებების მაგალითზე)“
მომხსენებელი ეკა კიკნაძე
„არქიტექტურა და იდეოლოგია: დ. უზნაძის ქუჩის 1930-1950-იანი წლების მემკვიდრეობა“
მომხსენებელი დავით ნიორაძე
„დიმიტრი უზნაძის ქუჩის საზოგადოებრივი შენობების არქიტექტურა“
მომხსენებელი თამთა შონვაძე
„დ. უზნაძის ქუჩის ისტორიული შენობების კედლის მხატვრობისა და დეკორატიული ელემენტების კვლევა-დოკუმენტირებების შედეგები“
მომხსენებლები: გვანცა ფოცხიშვილი, ნუცა პაპიაშვილი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 21 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025